ქეისი | Socar Georgia

0

გაზის განაწილების ბილინგის სისტემის ბიზნეს და ფუნქციური მოთხოვნების განვითარება

ოპერაციების რესტრუქტურიზაცია & ბიზნეს პროცესების რესტრუქტურიზაცია

ბიზნეს გამოწვევა

პროექტის მიზნები იყო ბიზნესისა და ფუნქციური მოთხოვნების შემუშავება ბილინგის სისტემისთვის, რომელიც მოიცავდა ბუნებრივი გაზის მომარაგებას, განაწილებასა და სხვა შესაბამის მოთხოვნებს ბილინგის კომპანიისათვის, ინდუსტრიის რეგულაციებისა და ბიზნეს სტრუქტურის (კომპანიის ჯგუფების) გათვალისწინებით. არსებული გამოწვევები მოიცავდა:

  • მარეგულირებელი ინსტიტუტების (GNERC) ანგარიშების საიმედოობა და სისრულე;
  • ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის ანგარიშების საიმედოობა და სისრულე;
  • ფინანსური და ოპერაციული ინფორმაციის ისტორიის ცვლილების მონიტორინგი;
  • ფინანსური და არა-ფინანსური კორექტირების პროცესების საფუძვლიანობა;
  • სხვადასხვა იურიდიული პირების (ჯგუფის წევრების) მომხმარებელთა დიფერენცირება;
  • ჯგუფის მიერ გაწეული ყველა მომსახურების ბილინგის არსებობა;
  • აღრიცხვის სისტემასთან ინტეგრაცია.

გამოსავალი

პროექტის მსვლელობისას, GEC-ის გუნდმა ჩაატარა მრავალი სემინარი და ინტერვიუ, კომპანიის მაღალი და საშუალო მენეჯმენტის წარმომადგენლებთან, მათ შორის ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის, ოპერაციების, შიდა აუდიტის მენეჯერებთან და სპეციალისტებთან, კომპანიის ბიზნეს მოთხოვნების ანალიზისა და შემუშავების მიზნით. ბიზნეს ანალიზი მოიცავდა ორგანიზაციაში არსებული ოპერაციული და საბუღალტრო პრაქტიკების ცვლილებების ანალიზს.

ფუნქციური მოთხოვნები შემუშავდა ბიზნეს მოთხოვნების ანალიზის შესაბამისად. ფუნქციური მოთხოვნებები მოიცავდა ბილინგის სისტემის ლოგიკური მონაცემების სტრუქტურის შემუშავებას, პროცესების შემუშავებასა და შესაბამის ფუნქციურ აღწერებს სისტემის ჩასაშვებად.

შედეგი

კონსულტაციის შედეგად ბიზნესისა და ფუნქციური მოთხოვნების დოკუმენტი გამოიყენეს სისტემის განვითარების პროცესში და კომპანიის ბიზნეს პროცესების რესტრუქტურიზაციასა და ფინანსური აღრიცხვის პრაქტიკაში. სისტემა მოიცავს 400000-ზე მეტი მომხმარებლის აღრიცხვასა და დამუშავებას, რაც უზრუნველყოფს:

  • ფინანსურ და ოპერაციულ ანგარიშგებას შიდა და გარე მიზნებისათვის;
  • მოვლენების ისტორიულ მონიტორინგს;
  • სხვადასხვა სერვისების დამატებისა და მომსახურების სპეციფიკური პროცესების უზრუნველყოფის თავისუფლებას, პროგრამირების კომპლექსური ჩართვის გარეშე;
  • სხვადასხვა იურიდიული პირის მომხმარებელთა ერთიანი და/ ან ცალკეული მენეჯმენტის შესაძლებლობას;
  • მენეჯერული სერვისების დეცენტრალიზაციას;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის ოპტიმიზაციას.

GEC-ის გუნდის დახმარებით ჩვენ მოვახდინეთ საოპერაციო მოდელის ოპტიმიზაცია და გავაუმჯობესეთ მომსახურეობის ხარისხი. – ლევან გოგოძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი